დღის ფოტო: წერეთლის გამზირზე სატვირთოდან ზეთის ბოთლები გადმოცვივდა

დღის ფოტო: წერეთლის გამზირზე სატვირთოდან ზეთის ბოთლები გადმოცვივდა

წერეთლის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ შემთხვევა მოხდა - სატვირთო მანქანიდან ყუთებით საჭმელი ზეთი გადმოცვივდა. სავარაუდოდ, ინციდენტი გამოიწვია იმან, რომ ტრაილერზე მოთავსებული ბრეზენტი არასწორად იყო შეკრული, მოძრაობის დროს ის გაიხსნა და მანქანიდან რამდენიმე ათეული ყუთი გადმოიყარა. მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა, რადგან საავტომობილო გზა ზეთის ბოთლებით იყო მოფენილი. ამჟამად მოძრაობა წერეთლის გამზირზე აღდგენილია.

თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს ავრცელებენ.

ფოტოები: ნიკოლოზ ნეფარიძე, თამარ წივწივაძე