რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი

რა პასუხი გასცა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ მწვავე კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის გასაიდუმლოებული ოქმი

"ეს საუბარი ვიქტორ დომუხოვსკისა და ედუარდ შევარდნაძეს შორის 1991 წლის ნოემბერში, მოსკოვში, შევარდნაძის კაბინეტში შედგა. ვიქტორმა საუბარი დიქტოფონზე ჩაიწერა, რომელიც ჯიბეში ჰქონდა, ზოგმა კითხვამ შევარდნაძე იმდენად გააღიზიანა, რომ გაცხარებული წამომხტარა თავის სკამიდან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასტუმროში წამოსულ ვიქტორს დიქტოფონი მთელი ღამის განმავლობაში ბალიშის ქვეშ ჰქონდა შენახული, მეორე დღეს კი თბილისში გამოფრინდა და თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე შევარდნაძის დაკითხვის ჩანაწერი ჩამოიტანა", - იხსენებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის ვიქტორ დომუხოვსკის მეუღლე, რუსუდან კიკალეიშვილი.

1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიაა. ახალგაზრდების დაჯგუფების მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა... თვითმფრინავში 64 ადამიანი იმყოფებოდა, სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

გამტაცებლებს სასჯელის უმაღლესი ფორმა - დახვრეტა მიესაჯათ. განაჩენის გამოტანიდან თვენახევარში 1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (რომელიც თვითმფრინავში არ იმყოფებოდა და მხოლოდ ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის აიყვანეს) დახვრიტეს. მათი შეწყალება არ მოხერხდა.

სამწუხაროდ, ამ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს და კიდევ უფრო სევდიანად ჩანს "თვითმფრინავის ბიჭების" საქმე 21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს, რომლის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი (მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე), 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა...

თვითმფრინავის გატაცებიდან 14 წლის შემდეგ, 1997 წლის 11 ნოემბერს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, თუმცა მანამდე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, არც ერთი სიკვდილმისჯილი არ შეუწყალებიათ. როგორც ვიქტორ დომუხოვსკი თავის სტატიაში წერს, შევარდნაძეს თავის გამოჩენის მლიქვნელური ჩვევის გამო, საქართველოს სსრ კავშირში შეწყალების საქმეების ყველაზე დაბალი პროცენტი ჰქონდა.

"ყველა იმ მოსამართლეების ცოდვები, ვინც მსჯავრდებულებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა თქვენს სინდისზეა. როგორ გძინავთ ღამე?" - ეს კითხვა ვიქტორ დომუხოვსკიმ ედუარდ შევარდნაძეს, 1991 წელს პირადად დაუსვა. 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შეიქმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ვიქტორ დომუხოვსკიმ რამდენჯერმე მიმართა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს - ედუარდ შევარდნაძეს ეპასუხა თვითმფრინავის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე...განაგრძეთ კითხვა

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე