ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები უკვე ცნობილია. "day.az"-ის ინფორმაციით, პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. მან ხმათა 86.53 % მიიღო კონსულტაციისა და დახმარების დამოუკიდებელმა ცენტრმა „სამოქალაქო საზოგადოების სახელით“ ფრანგულ ორგანიზაცია Opinion Way-სთან ერთად ეგზიტპოლის შედეგები უკვე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი ორგანიზაციის „გამოკვლევების დამოუკიდებელი ცენტრის, ELS-ის მონაცემებით, ილჰამ ალიევმა ხმათა 82.71 % დააგროვა. ორგანიზაციამ ეგზიტპოლი 300 საარჩევნო უბანზე ჩაატარა.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებზე მიმსვლელთა ზღვარი არ არის დაფიქსირებული, ამიტომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება ნებისმიერ შემთხვევაში. ახალი კონსტიტუციით, ახალი პრეზიდენტი თანამდებობაზე ხუთის ნაცვლად, შვიდი წლით აირჩევა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე