"უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ - კეთდება პოლიტიკა"

"უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ - კეთდება პოლიტიკა"

უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ - კეთდება პოლიტიკა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირებული მხარეები ბიძინა ივანიშვილთან დაიწყებენ აპელირებას და სხვადასხვა ცვლილებები სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განხორციელდება. ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ირაკლი კობახიძემ არა იმპიჩმენტით, არამედ თავისი გადაწყვეტლებით დატოვოს თანამდებობა, რაც ბიძინა ივანიშვილის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

„რა დისციპლინაზეა საუბარი, რომ კობახიძეს დაემორჩილონ?! რატომ უნდა დაემოირჩილოს დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს?! რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ - კეთდება პოლიტიკა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ბიძინა ივანიშვილზე დაიწყებს აპელირებას, რომ ვერ ვლაგდებით და თქვი შენი სიტყვა და ამის შემდეგ რაღაც შეიცვლება. ამ ახალგაზრდებს აქვთ ილუზია, რომ სამომავლოდ ქვეყანას ჩაიგდებენ, რაც სასაცილო და კომიკურია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები