გედევან ფოფხაძე - პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ

გედევან ფოფხაძე - პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ

პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს საქართველოში დაბრუნებისას, აეროპორტში განუცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ერთმანეთთან კომუნიკაცია ჟურნალისტების მეშვეობით არ სჭირდება.

„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები