"ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს..." - ბუბა კიკაბიძე ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე

"ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს..." - ბუბა კიკაბიძე ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე

ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლეილა აბაშიძეს გახსენება არ უნდა, ის იყო ქართული კინოს ვარსკვლავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო. გუშინ მთხოვეს ინტერვიუ, სადაც ასეთი ფრაზა ვთქვი, რომ ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ მერე გაახსენდე ხალხს. ხალხის ასე დავიწყება არ შეიძლება, როცა ცოცხალია, მაშინ უნდა მოეფერო", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ლეილა აბაშიძეს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.

იხილეთ ვიდეო: ალბათ, საქართველოში უნდა მოკვდე, რომ გაახსენდე ხალხს - ბუბა კიკაბიძე ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს - დაშავდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორი

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს