"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე

"ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ნიგერიელი სტუდენტების ცემასა და კალაძის ინიციატივაზე

რამდენიმე დღის წინ აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც ის წერდა, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მვიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათი კანის ფერის გამო მოხდა". მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე კი ინიციატივით გამოვიდა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს.

თემას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ინციდენტთან და საზოგადოების განცხადებებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწებს:

"ნუ ხართ ზედმეტად გულაჩუყებულნი დანაშაულის წინაშე... ერთხელ, 90-იანებში, შევარდნაძის სიბნელის და განუკითხაობის პერიოდში, გაქსუებული ქართველი მებაჟეები უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველებს რომ ძარცვავდნენ ხოლმე, ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოგვიყვა, როგორ ჩავიდა პირველად ევროპიდან საქართველოში ერთი პირადი ჩემოდნით (როგორც დღესაც ვმოგზაურობთ ხოლმე თავისუფლად) და როგორ მოსთხოვა უსინდისო მებაჟემ ფული რაღაც გაურკვეველი და უკანონო გადასახადისთვის. ეს ქართველი კი ისე იყო დაბნეული და შეშინებული, რომ უთხოვია, ცოტა დამიკელიო. იმასაც უმნიშვნელოდ "დაუკლია" ბაჟი და ამას კი მადლობის ნიშნად სუვენირებიც უჩუქებია მებაჟისთვის. რომ ვკითხეთ, საჩუქრები რისთვისღა აჩუქე, ის ფული ხომ სულ ტყუილად წაგცინცლაო, გვითხრა, რა ვიცი, იმან ხომ მცა პატივი და მეც პატივიო ვეციო. აი, ესაა ხშირად ქართველების ყოვლად საზიზღარი და გაუგებარი პოზა; უკანონობაში თან რომ პატივისცემას და გულითადობას ვეძებთ.

ამიტომაც, ზედმეტად მიმაჩნია რაღაც გულისამაჩუყებელი შერიგების და მეგობრობის საფეხბურთო მატჩები შავკანიან სტუდენტებთან. ასეთ საკითხებში იყავით პრაგმატულები და ცივსისხლიანები. მოხდა კანონდარღვევა? - შესაბამისად იმოქმედოს კანონმა! არ მომხდარა კანონდარღვევა? - მორჩით გულჩვილ საუბარს! ასე ჯობია!ჩემს ბავშვობაში თბილისში "გოიმობას" ეძახდნენ ასეთ საქციელს. და ძალიან მიუღებელი, სამარცხვინო და დასაცინი იყო ამგვარი ქცევა. დღეს რომ ვუყურებ საქართველოს თითქმის ნორმად იქცა ასეთი რამეები", - წერს დეკანოზი.

სტუდენტებთან მატჩის გამართვის ინიციატივას არასერიოზული უწოდა მათმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემაც.

"არ ვიცი რამდენად ექნებათ ხალისი სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ, ალბათ", - აღნიშნა მან.

ადვოკატის თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან ასეთი განცხადებები არასერიოზულია იმ ფონზე, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თუთბერიძის აზრით, თბილისის მერს ამხანაგურ მატჩზე და ინციდენტის დავიწყებაზე მეტად, დანაშაულის გამოძიება უნდა აღელვებდეს.

წაიკითხეთ ასევე: "ზოგს დინგში მოხვდა, მაგრამ ძალიან არა" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც აფრიკელ სტუდენტებთან დაპირისპირებას შეესწრო

თბილისში აფრიკელ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას ამბობს შსს ვიდეოზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ნიგერიელ სტუდენტებთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტზე თვითმხილველი ახალ დეტალებს ჰყვება

კალაძის ინიციატივა: ამხანაგური მატჩი აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს