8 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ქვევრი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიცია - გაიცანით ქვევრის თანამედროვე ოსტატები

8 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ქვევრი და დღემდე შენარჩუნებული ტრადიცია - გაიცანით ქვევრის თანამედროვე ოსტატები

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მამა-შვილი, ზაზა და რემი კბილაშვილები მეთუნეობით, ანუ თიხის დამუშავების წინაპრებისგან მიღებული ცოდნითა და გამოყენებით არიან ცნობილები. კბილაშვილების მიერ გაკეთებულ ქვევრებს დღეს ბევრ დიდ თუ მცირე მარანში შეხვდებით. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება კახეთში მექვევრეობის უძველესი ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და გაგრძელება. მექვევრე ზაზა კბილაშვილი ALLWINE.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მექვევრეობა ურთულესი საქმეა და ამ ხელობას ადამიანი მარტივად ვერ ისწავლის. მისი აზრით, ღვინის ხარისხი ქვევრსა და ყურნის ხარისხის ერთობლიობაზეა დამოკიდებული.ზაზა კბილაშვილი, მეთუნე: "ჩვენ ეს ხელობა თაობიდან-თაობაზე გადმოგვეცემა. მე უკვე მეოთხე თაობა ვარ, ვინც ამ ტრადიციებს ვატარებ. 8 წლის ვიყავი, პირველად პატარა ქვევრი რომ გავაკეთე. ასაკის მატებასთან ერთად, მით უფრო ვზრდიდი ქვევრებს. მყავს ორი ბიჭი და უკვე იციან ეს ხელობა. გაგრძელება + ფოტოები

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს