შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო

შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

თვითმარქვია სასულიერო პირი, რომელიც არასრულწლოვანს სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა, დააკავეს