თამაზ ელიზბარაშვილი - ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მე გადამიარა

თამაზ ელიზბარაშვილი - ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მე გადამიარა

პოლიციამ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი უკვე გამოკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელიზბარაშვილმა განუცხადა, მასთან პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლის კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ელიზბარაშვილის თქმით, გამოძიების კითხვები იმ ინციდენტს შეეხებოდა, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„თავდაპირველად დამიბარეს ვაკის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა, შეუძლოდ ვიყავი და ამიტომ მოვიდნენ ჩემთან სახლში. მივეცი ჩვენება. ძირითადად ვისაუბრეთ იმ ინციდენტზე, რომლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალური ქსელით. ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა ყველაფერმა და რაც კითხვები ჰქონდათ, გავეცი პასუხი. მეც ასევე დავუსვი ერთი კითხვა, რაზეც გამომძიებლებს გაეცინათ კიდეც - ყაჩაღობის ფაქტზე გამოძახებაზე მთვრალი და იარაღის გარეშე რომ მიბრძანდეთ მეთქი, ეს საქციელი საზოგადოებას ან თქვენს უფროსს მოეწონება?! სწორედ ასეთი შემთხვევა მქონდა მე. ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც შემემთხვა ინციდენტი. არაერთხელ ვცადე მემკურნალა მისთვის, ვინაიდან მიდრეკილება აქვს ალკოჰოლისკენ. მოვიდა იმ დღესაც მთვრალი და მისი ფუნქციების შესრულებაც კი მე მომიწია. საბოლოოდ წყობიდან კი იმან გამომიყვანა, როდესაც ჩემს კითხვაზე, თუ რატომ დალია იმ დროს, როდესაც მას უნდა ემუშავა, მიპასუხა, როცა მინდა მაშინ დავლევო. ამის შემდეგ ავდექი და წავუთაქე თავში. რა ვიცი, ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მხოლოდ მე გადამიარა“, - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი - თ.ე. თავის თანამშრომელს - ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს" - ადვოკატი