დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?

დღეს პარასკევია, 13 რიცხვი - რატომ ეშინიათ ამ დღის?

პარასკევი, 13 რიცხვი ცრუმორწმუნეებისთვის უიღბლო დღეა. გრიგორიანული კალენდრის მეცამეტე დღე პარასკევს წელიწადში სულ მცირე ერთხელ ემთხვევა.

გასულ წელს პარასკევს 13 რიცხვი ორჯერ დაემთხვა, წელს კი ასეთი ორი დღე გვექნება - 13 აპრილი და 13 ივლისი.

13 რიცხვის შიშს ტრისკაიდეკაფობია ჰქვია, პარასკევს 13 რიცხვის შიშს კი - პარასკევიდეკატრიაფობია, რომელიც ბერძნული სიტყვებისგან - „პარასკევი“ (Παρασκευή) და „დეკატრეის“ (δεκατρείς, ნიშნავს 13) შედგება.

ცრურწმენა სათავეს, სავარაუდოდ, იესო ქრისტეს პერიოდიდან იღებს - უფრო კონკრეტულად, ის უკავშირდება საიდუმლო სერობას და ჯვარცმას. სერობაზე ოთახში 13 ადამიანი იჯდა, დიდი ხუთშაბათიც 13 რიცხვს დაემთხვა - მომდევნო დღეს კი ქრისტე ჯვარს აცვეს.

ამასთან, ცრუმორწმუნეები ფიქრობენ, რომ იუდა, რომელმაც თავი მოიკლა, მეცამეტე სტუმარი იყო.

ცრურწმენა განსაკუთრებით ძლიერი იყო შუა საუკუნეებში, თუმცა ბევრი ადამიანი ახლაც ერიდება მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას 13 რიცხვში, მით უფრო, თუ პარასკევს ემთხვევა. ცრუმორწმუნეები ცდილობენ, არ იქირაონ ამ დროს სახლი, არ დაჯავშნონ სასტუმრო, ბევრი მათგანი კი უარს ამბობს, გაჩერდეს სასტუმროს მეცამეტე ნომერში.

13 რიცხვში ერიდებიან დაქორწინებას, მეცამეტე სართულზე ბინის შეძენას.

თუმცა, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ადამიანების ნაწილს ეს დღე ყველაზე იღბლიანად მიაჩნიათ და ცდილობენ, მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ 13 რიცხვში, პარასკევს დაიწყონ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ