თბილისიდან სტამბოლისკენ მიმავალ თვითმფრინავში მგზავრი გარდაიცვალა

თბილისიდან სტამბოლისკენ მიმავალ თვითმფრინავში მგზავრი გარდაიცვალა

თბილისი-სტამბოლის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია. შემთხვევა თბილისის აეროპორტში, "პეგასუსის" თვითმფრინავში, აფრენამდე მოხდა. ვრცელდება კადრები, რომელიც თვითმფრინავში შემთხვევის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს კონფლიქტი რამდენიმე მგზავრსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის. დაძაბულობის მიზეზი ის გახდა, რომ მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს.

"30 წუთი კაციშვილი არ შემოსულა და კაცი მოკლეს, დროული დახმარება არ უნდა გაეწიათ? ჟანგბადი ვერ დაუდგეს დროულად! ჩვენ ბრმები არ ვართ. სად იყო ექიმი? როდის მოვიდნენ? ნახევარი საათის მერე მოვიდა ექიმი, პატრული მოვიდა უფრო სწრაფად. პატრულის თანამშრომელი შემოვიდა პირველი და მერე ექიმი" - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

მიცვალებულის ცხედარი ბორტზე რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩებოდა, რაც ასევე გახდა მგზავრების პროტესტის მიზეზი. აეროპორტის უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, პოლიცია რამდენიმე მგზავრს კითხავდა საქმეზე, რის შემდეგაც ცხედარს თვითმფრინავიდან ჩაასვენებდნენ და რეისი ჩვეულებრივად შესრულდებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მგზავრის გარადაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: თბილისიდან სტამბოლისკენ მიმავალ თვითმფრინავში მგზავრი გარდაიცვალა - "ჟანგბადი ვერ დაუდგეს დროულად, ჩვენ ბრმები არ ვართ"

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო