"ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ჰყავს" - ყოფილი შვეიცარი ამტკიცებს, რომ ინფორმაციისთვის მას დიდი თანხა გადაუხადეს

"ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ჰყავს" - ყოფილი შვეიცარი ამტკიცებს, რომ ინფორმაციისთვის მას დიდი თანხა გადაუხადეს

დონალდ ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ეყოლა, ამის შესახებ განაცხადა მამაკაცმა, რომელიც ტრამპის რეზიდენციაში შვეიცარად მუშაობდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ მამაკაცს ინფორმაციისთვის გამოცემამ National Enquirer 30 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა 2016 წელს, თუმცა ამბის შესახებ არასოდეს დაუწერია.

მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის შესახებ გამოცემებმა „ესოშიეითიდ პრესმა“ და „ნიუ იორკერმა“ დაწერეს, 46 წლის დინო საჯუდინი „სიენენის“ ეთერში გამოჩნდა. მისი თქმით, კომპანიამ American Media Inc (AMI), რომელიც ჟურნალის National Enquirer გამომცემელია, ექსკლუზიური ინფორმაციისთვის მას 30 ათასი დოლარი გადაუხადა. იმ შემთხვევაში კი, თუ ტრამპის სასიყვარულო ისტორიისა და და შვილის შესახებ სხვა გამოცემებსაც უამბობდა, 1 მლნ დოლარის ჯარიმა დაუწესა.

ინფორმაციამ გადახდილი თანხის შესახებ მედიაში მაინც გაჟონა. ქალის ვინაობა არ სახელდება, თუმცა მან „ესოშიეიტიდ პრესთან“ განაცხადა, რომ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.

საჯუდინზე ყოფილი ცოლი, ნიკი ბენფატო ამბობს, რომ ის „სერიული მატყუარაა“.

„ის ცნობილია ისტორიების შეთხზვით. მას უნახავს ჩუპაკაბრა, თოვლის კაცი... დაინახა ჩვენი მეგობარი, რომელიც გარდაცვლილი იყო,“ - ჰყვება „დეილი მეილისთან“ ნიკი ბენფატო.

„ესოშიეიტიდ პრესმა“ და „ნიუ იორკერმა“ ოთხშაბათს დაწერეს, რომ საჯუდინმა ხელი მოაწერა უვადო კონტრაქტზე ინფორმაციისთვის, რომ დონალდ ტრამპს შვილი ქორწინების გარეშე ჰყავს მანჰეტენზე მდებარე ტრამპ თაუერში მომუშავე ერთ-ერთი ქალისგან. „სიენენის“ ინფორმაციით, კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯუდინს 1 მლნ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევდა - მას არ ჰქონდა უფლება გარიგების შესახებ ვინმესთვის მოეთხრო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე