ავტორი:

გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები, რომელთა ფოტოებიც ფოტომატიანემ შემოგვინახა

გასული საუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალები, რომელთა ფოტოებიც ფოტომატიანემ შემოგვინახა

ქართველი ქალის სიმალაზეს უცხოელები ხშირად მოჰყავადა აღტაცებაში.

რომაელი მისიონერი ფაიცელი დომინიკიანი 1621 წელს გამოცემულ წიგნში "საქართველოს სამეფოთა შესახებ" ქართველი ქალების საუცხოო სილამაზეზე წერდა: "ქართველი მანდილოსნები ტანმაღალნი და მშვენიერი მოყვანილობისანი არიან. ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ, თან დააქვთ მშვილდ-ისარი და კარპაჭი"

ასევე ცნობილია ისიც, რომ, მაგალითად, ქართველ თავადის ასულ ეკატერინე თარხან-მოურავს ფრანგებმა "თეთრი გედი" შეარქვეს. პარიზში გამართულ სილამაზის კონკურსში, რომელშიც მხოლოდ მაღალი წრის ქალები მონაწილეობდნენ, სწორედ მან გაიმარჯვა. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე გაიმართა, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო სილამაზის კონკურსი იყო. ეკატერინეს სილამაზით დატყვევებულმა პარიზელებმა ის ბრიალიანტის სამკაულითაც დააჯილდოეს.

ელენე გიორგობიანი - ჯაფარიძე კი აკაკი წერეთლის ერთ-ერთი მუზა გახლდათ. 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს, აკაკიმ მას "ღვთაება" უწოდა. ელენეს სილამაზით მონუსხულმა გრიგოლ რობაქიძემ დაწერა "ფიორდების ასულს", რომელიც 1913 წელს ჟურნალ "ოქროს ვერძში" დაიბეჭდა.

მელიტა ჩოლოყაშვილი - "ქალი-მუზა" დაიბადა საგარეჯოში (ყარაბულაყში). დედამისი ულამაზესი მარიამ ჯაფარიძე გახლდათ. მათი ოჯახი ცნობილი იყო კახეთში, შემდეგ ისინი თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მათთან იმართებოდა მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერით, ცეკვით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოდელობას მიჰყო ხელი. ის კოკო შანელის ჩვენებებზეც კი გამოდიოდა.

კოკო შანელის მოდელი იყო ქართველი თავადის ასული და გალაკტიონ ტაბიძის მუზა მერი შერვაშიძე. მან 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. მაღალი წრის ქალბატონის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილიგაგრძელება+ფოტოგალერეა

"თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, ნაკლებია ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

"ერთი იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია" - მეუფე იაკობი კარტოგრაფებსა და გარეჯზე