რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება

რომან ფიფია BGEO Group-ს 994 მილიონ დოლარს ედავება

ინგლისის და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში რომან ფიფიას სარჩელზე BGEO Group-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება („BGEO“) დაიწყო.

BGEO არის ინგლისში და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ფიფია იყო შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს რუსთავის აზოტი იყო აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და ოპერირებდა მას.

2011 წელს შპს რუსთავის აზოტმა და ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან, ს.ს. „საქართველოს ბანკთან“. „რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაყიდულ იქნა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე. ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი ჩატარდა არასწორად, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO და შპს რუსთავის აზოტის აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.

ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს დაახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები Blake Morgan LLP და Three Stone.

სამართალწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია londonstockexchange.com-ზე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის