საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების ნოტა მიიღო - რას ითხოვს რუსეთი?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების ნოტა მიიღო - რას ითხოვს რუსეთი?

რუსული მხარე საქართველოსგან შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევას მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა.

საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი რუსეთს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია

"360 გრადუსი" - სტუმრები: გიორგი ბარამიძე; მიხეილ სარჯველაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"