კალაძის შემდეგ სობიანინი - მოსკოვის მერმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა

კალაძის შემდეგ სობიანინი - მოსკოვის მერმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა, ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. ძაღლს ჯოუი ჰქვია.

„ცხოვრების დიდი ნაწილი შინაურ ცხოველებთან ერთად მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, გავზარდო ძაღლი, ვასეირნო, ვიზრუნო მასზე, ამიტომ გადავწყვიტე, თავშესაფრიდან ამეყვანა მიტოვებული ძაღლი,“ - განაცხადა სობიანინმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მოსკოველებს, რომლებსაც თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლები აჰყავთ.

„დიდი ქალაქისა და პატარა ბინების პირობებში ამისი გაკეთება ბევრად რთულია, ვიდრე, მაგალითად - სოფელში. სწორედ ამიტომ, ძაღლებზე ზრუნვა ასეთ პირობებში განსაკუთრებით დასაფასებელია,“ - განაცხადა მოსკოვის მერმა.

თებერვალში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან უპატრონო ძაღლი აიყვანა თბილისის მერმაც, კახა კალაძემ მას ტიფანი დაარქვა, ძაღლი თბილისის მთავრობის სხდომასაც დაესწრო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე