ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო მოკლული იპოვეს - მას ყელი აქვს გამოჭრილი

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო მოკლული იპოვეს - მას ყელი აქვს გამოჭრილი

თბილისში, ბარნოვის #77-ში 25 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, - აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

"გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ. 22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო. გარდაცვლილის მშობელი და ნათესავები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები. შსს ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს", - წერს ტელეკომპანია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს