ავიაიერიში სირიაში - აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სამიზნეები დაბომბეს

ავიაიერიში სირიაში - აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სამიზნეები დაბომბეს

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სამიზნე პუნქტებზე კოორდინირებული ავიადარტყმები განახორციელეს, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„დღეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მა საკუთარი ძალა სამართლიანად გამოიყენეს სისასტიკის წინააღმდეგ,“ - განაცხადა თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის შემდეგ განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც, ტერეზა მეიმ აღნიშნა,რომ გასცა ბრძანება, ბრიტანულ ძალებს განეხორციელებინათ სამიზნეებზე ავიადარტყმები, რათა სირიის ხელისუფლებას აღარ მიეცეს ქიმიური იარაღის გამოყენების საშუალება.

განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმაც, ემანუელ მაკრონის თქმით, ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად განახორციელებს დარტყმებს საიდუმლო ქიმიურ არსენალზე,რომელსაც სირიის რეჟიმი ფლობს.

ტრამპის თქმით, გასცა ბრძანება, ზუსტი ავიაიერიში მიიტანონ პუნქტებზე, სადაც ქიმიური იარაღი ინახება.

გენერალ ჯოზეფ დანფორდის განმარტებით, კოალიციის სამიზნეა :

  • სამეცნიერო კვლევითი ცენტრი დამასკოში;
  • ქიმიური იარაღის საწყობი, რომელიც ჰომსის დასავლეთით მდებარეობს;
  • ქიმიური იარაღის საწყობი და სამეთაურო პოსტი ჰომსთან ახლოს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად ჰომსთან სამი სამოქალაქო პირი დაიჭრა. მათი მტკიცებით, რამდენიმე რაკეტა სამიზნეს აცდა და მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა.

იხილეთ ვიდეო: როგორ გაუშვეს რაკეტა სირიის მიმართულებით - კადრებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე