"ეს საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო" - მიხეილ ჯანელიძე სიარიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს "ტვიტერზე" ეხმაურება

"ეს საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო" - მიხეილ ჯანელიძე სიარიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს "ტვიტერზე" ეხმაურება

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ჯანელიძემ სიარიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი“, - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები