პუტინი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს გმობს და "თავდასხმას" უწოდებს

პუტინი სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს გმობს და "თავდასხმას" უწოდებს

სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, - იუწყება კრემლის ოფიციალური საიტი.

"14 აპრილს აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა სირიაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან.

"თავისი ქმედებებით აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს", - განაცხადა პუტინმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე