ანგელა მერკელი ავიადარტყმებს მხარს უჭერს, მეი კი გადაწყვეტილებას სწორს და კანონიერს უწოდებს

ანგელა მერკელი ავიადარტყმებს მხარს უჭერს, მეი კი გადაწყვეტილებას სწორს და კანონიერს უწოდებს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სირიაში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედებებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ეჭვის არსებობაზე „აუცილებელი და გამართლებული“ პასუხი უწოდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა აიღეს. სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო“, - განაცხადა მერკელმა.

სარაკეტო დარტყმაზე ისაუბრა დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც.

„ისტორიის გაკვეთილი ის არის, რომ როცა საერთაშორისო წესები საფრთხის ქვეშ დგება, ჩვენ ვალდებული ვართ დავიკავოთ პოზიცია და ის დავიცვათ“, - განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ მაშინ როცა აღნიშნული მოქმედება სირიის რეჟიმის შეკავებისკენაა მიმართული, ეს ნათელი სიგნალი იქნება ყველასთვის, ვინც თვლის, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლია.

„მართალია შედარებით მცირე მასშტაბებისაა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება ამ ნორმების დარღვევის მოდელად გვევლინება“,- აღნიშნა მეიმ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკასთან და საფრანგეთთან ერთად სირიის სარაკეტო დარტყმებში მონაწილეობა „სწორი და კანონიერი“ იყო და დამასკოს ეჭვი არ უნდა შეეპაროს დიდი ბრიტანეთის მტკიცე პასუხში ქიმიური იარაღით ახალი შეტევების შემთხვევაში. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე