"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა" - რას ჰყვება ბარნოვზე მოკლული ქალის ახლობელი

"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა" - რას ჰყვება ბარნოვზე მოკლული ქალის ახლობელი

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "კვირის პალიტრასთან" მომხდარი დანაშაულის დეტალებზე საუბრობს:

- ულამაზესი, თბილი და საყვარელი გოგო იყო თაკო, ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს - 6 და 3 წლის; ვარკეთილში, რომელიღაც მაღაზიათა ქსელში მუშაობდა კონსულტანტად, ბავშვებს კი ბაგა-ბაღში ტოვებდა.როგორც ვიცი, ადრე მუხიანში ცხოვრობდა და იქედან გადმოვიდა ვაკეში საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც მის დას აქვს დაქირავებული. მისი და ბარნოვის ქუჩაზევე მუშაობს სილამაზის სალონში და ბინა ზუსტად სამსახურის მოპირდაპირე მხარეს დაიქირავა, მერე კი და და დისშვილებიც თავისთან გადმოიყვანა.

როგორც ჩანს, ასე უფრო ეიოლებოდათ ერთმანეთის დახმარება.

გარდაცვლილის მეუღლე, როგორც ვიცი, საბერძნეთშია საცხოვრებლად გადასული. რაც შეეხება ამ გოგონების დედას, ის შვილებთან არ ცხოვრობდა.

განსაკუთრებით ბავშვების მომავალი მადარდებს, როლებიც ასეთ საშინელებას შეესწრენ.

მეზობლები რომ შესულან, ბავშვები შიშისგან ვეღარ ლაპარაკობდნენ თურმე, ხელით უნიშნებიათ აბაზანისკენ, - დედა იქ არისო. საწყალი გოგო სამზარეულოს დანით მოკლა იმ არაკაცმა. მეზობლებმა ყვირილი რომ გაიგეს, მისაშველებლად გაიქცნენ და კარზე ბრახუნი ატეხეს. ამ დროს მან ფანჯარა გააღო და ეზოს მხარეს გადახტა. მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იქნებ, ბავშვებიც დაეხოცა, ვინ იცის... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ