ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. ახლადაღმოჩენილ ორგანოს ინტერსტიტიუმი ჰქვია. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული, სითხით სავსე "სათავსოების" ქსელია. ინტერსტიტიუმი კანის ქვეშ, მუცელში, ფილტვებში, სისხლძარღვებსა და კუნთებში გვხვდება.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი ორგანოს აღმოსაჩენად ლაზერული ენდოსკოპი გამოიყენეს, რომლითაც ცოცხალ მიკროსკოპულ ქსოვილებს დააკვირდნენ. აქამდე ქსოვილებზე ჩატარებული კვლევებისას მეცნიერები ძირითადად ამოჭრილი უჯრედების ბიოფსიას ეყრდნობოდნენ, სხეულისგან განცალკევებულ ნიმუშებში კი სითხით სავსე სივრცე არ ჩანდა.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ინტერსტიტიუმი გამოყოფს კოლაგენს და "ინახავს" ღეროვან უჯრედებს, რომლებიც დაზიანებული უბნების აღდგენაში მონაწილეობენ. სითხით სავსე, ერთმანეთთან დაკავშირებული "სათავსოების" არსებობა შეიძლება იმის ასახსნელადაც გამოგვადგეს, თუ რატომ ვრცელდება ზოგიერთი ტიპის სიმსივნე უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დანარჩენი.

იხილეთ ვიდეო: ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც სხვა ორგანოებისა თუ ქსოვილების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს