ორი ავარია და 6 დაშავებული - რა მოხდა ხობში და სოფელ წიწამურთან

ორი ავარია და 6 დაშავებული - რა მოხდა ხობში და სოფელ წიწამურთან

ხობში ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულები ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გარდა ამისა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე ავტომანქანა ამობრუნდა. შემთხვევა მცხეთის რაიონის სოფელ წიწამურთან ახლოს მოხდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია