ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - შსს-ს განცხადება

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - შსს-ს განცხადება

მამაკაცი, რომელმაც ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლა, დაკავებულია, ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ.-ა, მოკლულის დედის ყოფილი მეუღლე.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის ვ.ბ. დამნაშავედ ცნეს 2015 - მან მოკლულის დედის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განახორციელა. ვ.ბ.-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების აქტით სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

"გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.პოლიციაში შვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ," - განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მამინაცვალი, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე გოგონას, შვილების თვალწინ მკვლელობაშია ბრალდებული - დაკავების კადრებს შსს ავრცელებს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს