სირიაში, ირანის ბაზაზე მძლავრი აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია ოცი ირანელი სამხედრო

სირიაში, ირანის ბაზაზე მძლავრი აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია ოცი ირანელი სამხედრო

სირიის ქალაქ ალეპოში მდებარე ირანულ ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოცი ირანელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ტელეარხი CNN Turk საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

საუბარია ირანის ბაზაზე, რომელიც ალეპოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე სამხედრო ბაზის თავზე დაუდგენელი წარმოშობის თვითმფრინავები შენიშნეს. ,ასევე არ გამორიცხავენ სარაკეტო დარტყმის ვერსიას.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიაზე დარტყმებს მიიტანდნენ, ამ ბაზიდან ევაკუირებული იყო ცოცხალი ძალა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე