"სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო!" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას დედა

"სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო!" - ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას დედა

"სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო! ან შენ მოგკლავ, ან შენ შვილსო" - აცხადებს ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა სოფელ სანიორეში, სადაც მისი შვილია დასვენებული.

ნახეთ ვიდეო

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, უკვე დააკავეს. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაქრაძეს ძალადობრივი დანაშაულისთვის აკავებენ. შსს-ს ინფორმაციით, იგი 2015 წელს დამნაშავედ ცნეს მოკლულის დედის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო.

"ვ.ბ.-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების აქტით სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა" - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობილია ასევე, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. ის დაცვის პოლიციაში 1991-1992 წლებში მუშაობდა. თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ბარნოვის #77-ში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭერს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 108-ე მხულით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილის დედის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს