ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშნ დააკავეს.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ბარნოვის #77-ში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილსმცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭერს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 108-ე მხულით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს