ოზურგეთის რაიონში ავარიას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონში ავარიას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში მომხდარ ავარიას 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. ისინი ოზურგეთში, კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილი.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია