"ბავშვების თვალწინ რისთვის გააკეთა?!" - რას ამბობს 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

"ბავშვების თვალწინ რისთვის გააკეთა?!" - რას ამბობს 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი პირველი ქორწინებიდან, ლიკა ბაქრაძე მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ბავშვების თვალწინ რისთვის გააკეთა?! ყველა დეტალი მინდა გავიგო და პირადად გამოძიებას მივმართავ, რომ ყველა დეტალი მაინტერესებს. ახლა მოვისმინე, რომ ბენზინი დაუსხიაო... პოლიციის განყოფილებაშიც ვიყავი, ყველას ველაპარაკე და რატომ იმ დღესვე არ თქვა არავინ, რომ ბავშვებს ბენზინის სუნი ასდიოდათო?!" - ამბობს ლიკა ბაქრაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ნახეთ ვიდეო

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, გუშინ სოფელ თელეთში დააკავეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაქრაძეს ძალადობრივი დანაშაულისთვის აკავებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, იგი 2015 წელს დამნაშავედ ცნეს მოკლულის დედის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო.

"ვ.ბ.-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების აქტით სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა" - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ბარნოვის #77-ში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭერს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს