"ჯიპიაი ჰოლდინგი" და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ

"ჯიპიაი ჰოლდინგი" და ფინკა ბანკი ფერმერებს შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამას სთავაზობენ

ფინკა ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელის თანახმადაც კომპანიები ფერმერებს აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ.

მიმდინარე თვეს უკვე ძალაში შედის სახლმწიფო სუბსიდირების პროექტის ახალი რეგულაციები. ფინკა ბანკისა და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ეს ერთობლივი პროექტი აქტუალურია ფერმერებისთვის, რომელთა მოსავლის ნაწილს სახელმწიფო აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ ჯიპიაი ჰოლდინგში, ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებითა და 0%-იანი აგრო განვადებით ფინკა ბანკში. გარდა ამისა, 3 000-დან 60 000 ლარამდე აგრო სესხს ფინკა ბანკში ფერმერები შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ჰქონდეთ სტაბილური გარემო ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად. რისკების დაზღვევა ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ამდენად მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომხმარებლებს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც გულისხმობს სპეციალურ პირობებს აგრო სესხებზე, 0%-იან აგრო განვადებასა და მოსავლის დაზღვევას. გვჯერა, ეს სიახლე მეტ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში“.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ფერმერებს ხელმისაწვდომი, შეღავათიანი პირობებით შეძლონ რისკების შემცირება და მეურნეობის განვითარება. ვფიქრობთ, ჩვენი შეთავაზება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს ფერმერებს აგრო სექტორში წინსვლისათვის. სოფლის მეურნეობაში რისკების განსაზღვრა და საფრთხის პრევენცია პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ძალიან მნიშვნლოვანია, დროულად განხორციელდეს აგრო დაზღვევა და რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს პროექტში. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ფინკა ბანკთან ერთად შევეცადეთ მათზე მორგებული, შეღავათიანი და კომფორტული პირობები შეგვექმნა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფერმერის საქმიანობას, არამედ, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას.“

ჯიპიაისა და ფინკა ბანკის ერთობლივი პროექტი 16 აპრილიდან დაიწყება და შეთავაზებული შეღავათიანი აგრო სესხისა და დაზღვევის პირობები გავრცელდება ფერმერებზე, რომლებსაც 5 ჰექტრამდე ვენახი და ბახჩეულის ბაღები აქვთ, ასევე მათზე, ვისაც 30 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მარცვლეულის კულტურები მოჰყავთ.

ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ ჯიპიაი ჰოლდინგში, ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებით, ფინკა ბანკის 0%-იანი აგრო განვადებითა და სპეციალური შეღავათებით აგრო სესხებზე.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი