ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება

ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების მანძილზე ვრცელდება ვირუსული გზავნილი - დამონტაჟებული ვიდეო და ტექსტი, სადაც, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ვითომდა მოუწოდებს მომხმარებლებს, შეტყობინება 18 მეგობარს გაუგზავნონ.

„გამარჯობა, მე ვარ მარკ ზაქბერგი, „ფეისბუქის“ დირექტორი. როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებები იყო ნამდვილი, რომ ფბ გახდებოდა ფასიანი. თუ ამას გაუგზავნი 18 სხვადასხვა ადამიანს, შენი აიქონი იქნება ლურჯი და უფასო იქნება შენთვის. თუ არ გჯერა ჩემი, ხვალ საღამოს ექვს საათზე დაიხურება ფბ და მის გახსნას დასჭირდება ფული.

თუ ამ მესიჯს არ გაუგზავნი ხალხს, შენი ექაუნთი იქნება არააქტიური. შენი სმარტფოუნი განახლდება 24 საათის განმავლობაში, შეიცვლის დიზაინს და ჩათის ფერს.

ძვირფასო ფბ-ს იუზერებო ჩვენ ვააფდეითებთ ფბს 23:00-დან 05:00-მდე დღეს. თუ ამას არ გაგზავნი, ჩაიშლება შენი აფდეითი და არ გექნება შესაძლებლობა, მიწერო ვინმეს,“ - აღნიშნულია ტექსტში.

ნახეთ ვიდეო : მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქზე" შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, ვიდეო ყალბია

იმის მიუხედავად, რომ ტექსტი სრულიად გაუმართავია, ვიდეო კი - ასევე სრულიად არაპროფესიონალურად დამონტაჟებული, ქართველი მომხმარებლები შეტყობინებებს ვირუსულად აზიარებენ.

როგორც აღმოჩნდა, ყალბი გზავნილები ინგლისურ ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წელსაც ვრცელდებოდა.

კომპანია „ფეისბუქს“ ფასიანი მომსახურების შესახებ განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს