სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც დღეს დენი გაითიშება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირის და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასათიანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეივნის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილის და ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეეზღუდება 529 აბონენტს სოფლებში თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი და ღულელები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ