"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ

"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ

რამდენიმე დღეა, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს - ადგილობრივი მოსახლეობა სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგია. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს და დედაქალაქის აქციებს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უძღვება.

“უარყავი სერჟი” - რამდენიმე ათასიანი აქციები ამ სახელწოდებით, თითქმის ერთი კვირაა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სიმშვიდეს ურღვევს. აქციებზე სომხეთში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სარგსიანის “მაფიოზური გავლენების” მოშორებას ითხოვენ. პაშინიანი რადიკალური ნაბიჯებით იმუქრება და საჭიროების შემთხვევაში დეპუტატებისთვის ალყის შემორტყმასაც გეგმავს, რათა პრემიერის არჩევის პროცესი ჩაიშალოს.

Кавказский узел-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები მას ქვეყნისთვის ზიანის მომტან ლიდერად მიიჩნევენ, რომელმაც პრეზიდენტობის დროს, ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. ყარაბაღის ომს ადგილობრივი მოსახლეობა სარგსიანის წარუმატებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი პოსტზე ყოფნისას, ბოლო წუთამდე გაურკვევლად სპეკულირებდა.

პაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციები, 14 დღე უწყვეტად მიმდინარეობდა, ახლა კიდევ 4 დღე დაემატა და გიუმრისა და ერევანს მოიცავს. “ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ სარგსიანის ვითომ არჩევის პროცესი” - აცხადებს აქციების ორგანიზატორი. Кавказский узел-ის ინფორმაციით, ძველი და ახალი მეგობრები, ისინი ვინც გავლენიანი სარგსიანისგან მფარველობას ელოდებიან, მას მარტო არ ტოვებენ და ყველანაირად ცდილობენ, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის “მოტივი” საფუძვლიანად განმარტონ. თავად ყოფილი პრეზიდენტი არც მის მომავალ პოზიციასა და არც საპროტესტო ტალღაზე კომენტარს არ აკეთებს.

“მას დიპლომატია არ ეშლება და შესაძლოა, შესაბამის მომენტს ელოდებოდეს. ისე კი, 2014 წლის 10 აპრილს ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ ექნებოდა”- წერს ადგილობრივი მედია.

სომხური მოსახლეობა გარკვეულწილად ცდილობს თავშეკავებული იყოს აქციების მიმართ, რადგან ოპოზიციის გაერთიანებისა და ვითარების შეცვლის დიდი იმედი არ აქვთ. რადგან მათ სასათბურე პირობები შეუქმნეს და აბსოლუტური უპირატესობა მიანიჭეს სარგსიანის ფავორიტ კანდიდატს საპრეზინდეტო არჩევნების დროს.

ოპოზიცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა, თუ სარგსიანმა ისევ სათითაოდ არ მოაშთო ყველანაირი წინააღმდეგობა. ეს მას კარგად ეხერხება, რასაც წლების განმავლობაში ამტკიცებდა. საქმე ის არის, რომ ნიკოლ პაშინიანს რადიკალური ქმედებებისა და გეგმების გამო ოპოზიციაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს და მასთან გაერთიანებასაც არ ჩქარობენ... პაშინიანი, გამოცდილი პოლიტიკოსების არა, მაგრამ ახალგაზრდების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს და მისი თქმითვე, “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტობა და ზოგადად, ახალგაზრდა თაობა დიდი ძალაა...”

უდავოა, რომ ახალგაზრდობა დიდი ძალაა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს, სარგსიანის კორუფციული სისტემის დასასრულებლად სხვადასხვა სტუდენტური თუ პოლიტიკური გაერთიანებები იბრძოდნენ, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. შესაბამისად, ადგილობრივ მედიას დიდი ცვლილებების იმედი და მოლოდინი არ აქვს. მეტიც, თითქმის ყველას სჯერა, რომ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ პრემიერის პოსტს სწორედ სერჟ სარგსიანი დაიკავებს, ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა...

ცნობისთვის, პოლიციის განყოფილებაზე ჯგუფ “სასნა ცრერის” შეიარაღებული თავდასხმისა და პარტიის წევრის დაკავების შემდეგ, რასაც მაშინ ერევანში ძალიან დიდი წინააღმდეგობის ტალღა მოჰყვა, თითქმის ორი წელი გავიდა... აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი ციხეში არიან. “ამიტომაც, არ აქვთ იმედი, რომ სარგსიანის საცეცებს პაშინიანი როგორღაც დაუსხლტება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სომხურ მოსახლეობას მართლა ყველაფერი ყელში ამოუვიდეს და დაუმორჩილებლობამ ახალი ძალით იფეთქოს...” – წერს სომხური მედია.

ფოტო: Armenian Weekly, სოფია მანუკიანი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე