ახალი "კროქსები" გვასალიასგან - მათ შეძენას 765 ევროდ შეძლებთ

ახალი "კროქსები" გვასალიასგან - მათ შეძენას 765 ევროდ შეძლებთ

მოდის სახლმა „ბალენსიაგამ“, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი კროქსები შექმნა.

რეზინისგან დამზადებული ფეხსაცმლის შეძენა საკმაოდ მაღალ პლატფორმაზე "ბალენსიაგას" ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია. კროქსების ფასი 385 ევროდან იწყება. Jibbitz™-ის აქსესუარებით გაფორმებული ფეხსაცმელი კი 765 ევრო ღირს.

გვასალიას მოდელები კროქსებით პირველად გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ. დიზაინერმა განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი "კროქსზე".

"ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა "ბალენსიაგასთვის" ძალიან შესაფერისია," - განაცხადა გვასალიამ.

ნახეთ, ასევე : ”მოდა მოკვდა!” - დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ