"იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი"

"იმ მდგომარეობიდან გამოვედით, როდესაც ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი - პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი"

“ქართულ ოცნებაში” არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„უმრავლესობა იქნება შენარჩუნებული, უმრავლესობა არ დაიშლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარეზე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გუნდში არის მსჯელობა და ეს ნორმალური პროცესია.

“რა ბრაზზე ვსაუბრობთ, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს გავუბრაზდეთ და ასეთი დამოკიდებულება იყოს გუნდში. არის მსჯელობა, ეს ნორმალური პროცესია. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს სხვადასხვა საკითხზე, ესეც ნორმალური პასუხია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო ყველაფერი მორგებული და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ყველაფერი ქვეყანაში: პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ქვეყანაში არის დემოკრატია, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები