H&M-ის მორიგი "თავის ტკივილი" - რა პრობლემები აქვს შვედურ ბრენდს

H&M-ის მორიგი "თავის ტკივილი" - რა პრობლემები აქვს შვედურ ბრენდს

კომპანია Hennes & Mauritz AB-ს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. ამჯერად საქმე ეხება ონლაინ შეძენილი პროდუქციის დროულად მიწოდებას. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა შვედური კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდიდან, სადაც მომხმარებლებმა კომპანიას საყვედურებით მიმართეს. ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, მისი ჩვილი მალე „დიდი გახდება“. სამოსი, როგორც ირკვევა, მან 26 დღის წინ შეუკვეთა. მეორე მომხმარებელი კი წერს, რომ 26 დღის წინ შეკვეთილი სამოსი უკვე მოდიდან გადავიდა.

როგორც კომპანიაში აცხდებენ, მათ კარგად იციან აღნიშნული პრობლემის შესახებ და აცხადებენ, რომ საქმე ეხება შვედეთის ქალაქ ბორასში მოქმედ სადისტრიბუციო ცენტრში წარმოქმნილ პრობლემას, რომელმაც გამოიწვია მიწოდების შეფერხება შვედეთსა და ნორვეგიაში, რომლებზეც თავის მხრივ, ონლაინ და ფიზიკური გაყიდვების 7% მოდის. განაგრძეთ კითხვა

"აშშ-ში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე" - ახალგაზრდა კახელი ფერმერი ამერიკული გამოცდილებით

რა ქონებას ფლობს ბიზნესომბუდსმენი და "ოცნების" სიის მე-11 ნომერი მიხეილ დაუშვილი და როგორია მისი მეუღლის შემოსავალი

10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი