"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე

"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით.

მე იქიდან ვაშლიჯვარში გამგზავნეს კიდევ რაღაც საკითხებზე, თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავიდა. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალდება თავში, რადგან დილით კარებიც ვერ ჩავკეტეთ, საკეტი მოშლილი იყო. თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დამლოდებოდა, მაგრამ ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ. ეს როგორ გააკეთა. პათოლოგი კი არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩაიდენდა", - განაცხადა ნათია გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს