პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებიც ბინის შერჩევისას გიჩნდებათ

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებიც ბინის შერჩევისას გიჩნდებათ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა. მშენებლობის ბუმი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა თბილისში 1048 შენობაზე მუშაობა დასრულდა. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს, საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ქვეყანაში სულ 9 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანას 1752 ახალი შენობა შეემატა.

მშენებლობის ბუმი სამშენებლო კომპანიების რაოდენობის ზრდასაც განაპირობებს. მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა კი არც ისე მარტივი პროცესია. კომპანიებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ”დელუქს დეველოპმენტს”, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი მამრიკიშვილი”დიღომი აპარტოტელთან” დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

როგორი დაგეგმარების ბინაა ყველაზე ოპტიმალური?

ბინის დაგეგმარებისას მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი კვადრატულობის ფართში ბინა ოპტიმალურად იყოს დაგეგმარებული. მინიმალური ფართის შემთხვევაში თითოეულ კვადრატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბინა უნდა იყოს ნათელი. შედარებით დიდი ფართი ყოველთვის მისაღებ ოთახს უნდა დაეთმოს. რათქმაუნდა, გემოვნება ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენი მთავარი რჩევა არის ის, რომ თითოეული კვადრატის ათვისება მოხდეს, ისე რომ სახლში მაქსიმალური კომფროტის ზონა შეიქმნას.

როგორია შენობის კონსტრუქცია და მისი საფუძველი?

ჩვენს კორპუსებს საუკეთესო კონსტრუქცია გააჩნია. არის მდგარი, შენდება საუკეთესო ხარისხის არმატურისა და ბეტონისგან. რაც ყველაზე მთავარია, კორპუსები არის ბედეგის ენერგოეფექტური იზობლოკებისგან, რაც თბოიზოლაციის კუთხით ეკონომიის საშუალებას იძლება. საფუძველი საკმაოდ მყარია.

როგორია კორპუსის სეისმომადგრადობა?

ჩვენი კორპუსები გათვლილია 7,5 ბალზე. მიწისძვრის შემთხვევაში საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე არ ემუქრება.

რომელ უბანში სჯობს ბინის შეძენა? რა არის ცენტრის და გარეუბნის უპირატესობები?

ამ ბოლო დროს საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა გარეუბნებზე და ეს ლოგიკურიც არის. გარეუბნის უპირატესობა არის ის, რომ ფასი მისაღებია, არ არის გადატვირთული და შედარებით სიმშვიდეა. ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებია და დიდი სივრცე ასათვისებლად. ქალაქის ცენტრში ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე, დიდ პრობლემას ქმნის საცობები, შესაბამისად, გადაადგილება გართულებულია. სწორედ ამიტომ მოსახლეობას გარეუბნების ათვისებას ვურჩევთ.

ხომ არ მემუქრება გვერდით მეორე კორპუსის აშენება და ფანჯრების, აივნის გაუქმება?

ჩვენს მობინადრეებს ეს პრობლემა არ ემუქრებათ. საკითხი თავიდანვე გავითვალისწინეთ და მშენებლობა ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიდის. მათ შორის დაცულია საცხოვრებელ სახლებს შორის მანძილი.

რა სახის ინფრასტრუქტურას მოიცავს კორპუსი?

1500 კვადრატიმოპირკეთებული ეზო, ბავშვთა გასართობი მოედანი, გარე და შიდა პარკინგი, კომერციული ფართები, სადაც გათვალისწინებული იქნება სუპერმარკეტი, ესთეტიკის ცენტრი და სხვა.

თეთრი კარკასის ყიდვა ჯობს თუ შავის?

ჩვენ მოსახლეობას თეთრი კარკასის ყიდვას ვურჩევთ, რადგან ფასი საკმაოდ მისაღებია. ამასთანავე, თეთრი კარკასის შემთხვევაში მომხმარებელს რემონტის დაწყებამდე სხვა სახის სამუშაოების ჩატარება აღარ დასჭირდება.

გადახდის რა პირობები მოქმედებს?

გადახდის პირობები ჩვენთან გამარტივებული და მომხმარებელზე ორიენტირებულია. პროექტის დასრულებამდე შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. შემდეგ უკვე ბანკთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით შესაძლებელია, გაკეთდეს 10 წლამდე იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშეც.

თუ ბინას ბიზნესის მიზნით შევიძენ, მისი გაქირავებით რამდენ ხანში ამოვიღებ ჩადებულ ინვესტიციას?

ინვესტიციის ამოღება საკმაოდ მოკლე პერიოდშია შესაძლებელი იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელი ჩვენთან ბინას საკმაოდ მისაღებ ფასად ყიდულობს. გაქირავების კუთხით კი საკმაოდ მოთხოვნად უბანში მიმდინარეობს მშენებლობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ