საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

15:55 / 16-04-2018

თუკი ვეფხია ბაქრაძეზე ე.წ.უდო-ს კომისიას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ე.წ.უდო-ს კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მარგველაშვილის მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიას აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებდა.

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

„კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გაზიარება
ტეგები:
#პრეზიდენტი
#შეწყალება
#შეწყალების კომისია
#მკვლელობა ბარნოვზე
მკითხველის კომენტარები /16/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვამეხი
1
0
უპრავლენიე არა დომსოვეტი"-) ეგაა "უსლოვნო დოსროჩნოე ოსვობოჟდენიე" პირობით ვადამდე გათავისუფლება /გათავისუფლების კომისია/
17:06 / 18-04-2018
გამოხმაურება //
კეთილი სამარიტელი
0
0
სახელმწიფოებრიობაზე აქვთ პრეტენზია და 30 წელია კომუნისტების დროინდელი УДО(управление досрочного освобождения) ვერ გადმოუქართულებიათ და დღესაც იმავე აბრევიატურით სარგებლობენ.
16:08 / 18-04-2018
გამოხმაურება //
Noe
1
0
წარმოადგინე შენი მიწერილობა და უარყოფითის ნაცვლად დადებითი დახასიათება
15:43 / 18-04-2018
გამოხმაურება //
haha
0
0
დაუმალეს არა გადაუმალეს. ესეთი რამე არ გამიგია, ყოველ კვარტალში ათეულობით ადამიანის შეწყალება. ციხეში შეხვალ და გაოცდები, თავი ნორვეგიაში გეგონება. კაი ბატონო პირველ წელს ოცნება და მიშა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხალხის გამოშვებაში, ეხლა რა გახდა, კაცი აღარ დარჩა ციხეში (ბოდიში ციხე კი არა აგარაკია).
15:04 / 18-04-2018
გამოხმაურება //
daxundaara
3
1
არკვიეთ ეხლა ერთმანეთში, ვინ მეტი ბანდიტი და მამაძაღლი გამოუშვით გარეთ! შენ, უდო-მუდომ,თუ ქარქიფოს გადვაჯულმა "კრასავიცებმა"!... ბალაგან-ბარდაგი შექმენით აწყობილ ქვეყანაში! ადამიანის და ქათმის "დაკვლის" ფასი ერთი და იგივე გახადეთ! მეტრო-ავტობუს-სამარშრუტოები გადავსებულია კარმანშიკებით!... თქვენი მოწყობილი ქვეყნის არა გაიშვა რა! დაიკარგეთ აქედან!
10:16 / 18-04-2018
გამოხმაურება //
ბარკა
4
1
უდო რა შუაშია? უდო თუ წყვეტს შეწყალებას, მაშინ პრეზ-ს და შეწყალების კომისიას რატომ ვინახავთ? შენი შეცდომის ან კორუფციის სხვისთვის დაბრალების მცდელობა უზნეობა არაა? თუ ფილოსოფიასა და ქარგვა-ქსოვაში სხვანაირადაა?
08:18 / 18-04-2018
გამოხმაურება //
ბაირამ ოჩი ოღლი
3
0
შეწყალების კომისიამ უარყოფითი დასკვნის მიუხედავად ცოლის სხეულის მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული ბაქრაძე მაინც რატომ შეიწყალა მარგომ? კარგი რა ვიფიქროთ? მე მგონია, რომ ვიღაცამ ფული აიღო! ახლა ღობე-ყორეს რომ ედება, ჰგონია დაგვაბოლებს?
08:15 / 18-04-2018
გამოხმაურება //
ნინო
0
3
იქნებ სთხოვა ოჯახმა,რა იცით.
22:39 / 17-04-2018
გამოხმაურება //
ნინო
1
5
განა ყველას იწყალებს პრეზიდენტი?იქნებ რამდენს უთხრა უარი,იცით თქვენ? რა ქნას,გააუქმოს საერთოდ შეწყალება?
22:38 / 17-04-2018
გამოხმაურება //
g
7
1
ამაზეა ნათქვამი ბედს თუ უნდა ბედს თუ უნდა პრეზიდენტად გადაგაქცევს აბა მარგველ აბა მალე ახლა უკვე დავიღალე მომენატრა დუშეთი და მალე წავალ გენაცვალეთ
16:41 / 17-04-2018
გამოხმაურება //
. . . . .
8
4
მაგას ტრიბუნიდაბ ლოზუნგები კი არ უნდა, თუ ვინმემ რამე დამალა აგოს პასუხი, ვინმეს რამეზე უგია პასუხი იმან რომ აგოს. ჭერი ვარდება, საბაგირო მწყობრიდან გამოდის, ვირავა რაღაცას მალავს და ამის გამო ხალხი ზარალდება მარა დამნაშავე არავინაა ესაა ღრუზია
14:46 / 17-04-2018
გამოხმაურება //
eto
0
4
ბატონო პრეზიდენტო მარტალია ეს არაკაცი იკო ვინც ტკვენ სჰეიცკალ და ეტ მაგრამ არავინ ვიციტ ვინ რას გააკეტებტ ტკვენგან სჰეცკალებას ბევრი კეტილი ადამიანი ელოდება და გტხოვტ რომ ბევრი კეტილი ადამიანი სეიცკალოტ გმერტი იკოს ტკვენი სჰვილების მპარველი დამილოცნიხარტ ტკვენი სჰვილებიტ დამილოცია სრულიად საქარტველო
14:45 / 17-04-2018
გამოხმაურება //
eto
0
5
პრეზიდენტო გტხოვ რომ ბევრი ქარტველი სეიცკალე
14:30 / 17-04-2018
გამოხმაურება //
leko
12
2
ამხელა საშინელება ხდება შენს გამო და გამოდიხარ და სხვებზე გადაბრალებას ცდილობ, ქალების ზურგს უკან იმალები - "ოჯახმა მთხოვაო", ეს უკვე მეტისმეტია. გამოდი და თქვი კაცურად - ხო შემეშალა!
14:14 / 17-04-2018
გამოხმაურება //
upasuxismgebloebs!!!!
9
13
მარტო პრეზიდენტს, რომ თხოვთ პასუხს იმ უწყებებს და კონკრეტულ პასუხიმგებელ პირებს რატომ არ ვთხოვთ პასუხს ,,მანიაკებზე" , რომ დადებით დახასისთებას იძლევიან და შეცდომაში შეყავთ შეწყალების კომისია!!!!!!!!!!!!!!!!!!
00:15 / 17-04-2018
გამოხმაურება //
სიმართლე.
19
1
გამოდის, რომ პრეზიდენტი პასუხს არ აგებს შეწყალების კომისიის დასკვნაზე. მაშ, რატომ აწერს ხელს, რა აუცილებლობაა. აი საქართველოს უბედურება, რომ არავის გათვითცნობიერებული არ აქვს, თავისი პასუხისმგებლობა, უფლება-მოვალეობა. ეს არის უცოდინრობისა და უპასუხისმგებლობის აპოგეა, ქვეყნის უბედურება, რასაცა ჰქვია "ბარდაგი". აქ არის საჭირო ჭკვიანი თავი, რკინის ხელებით, რომლის მზგავსი არასდროს იქნება, ვიდრე "დემოკრატიას" ვთამაშობთ. დასკვნა ჭკვიანი ხალხისთვის მიმინდია.
19:06 / 16-04-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
17:16 / 18-04-2018
მამუკა ბახტაძე - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ
16:08 / 18-04-2018
ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ
15:55 / 18-04-2018
მამუკა ბახტაძე - მოსახლეობაში ჭარბვალიანობა ისეთ მასშტაბებშია გადაზრდილი, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, რომ ეს აღმოიფხვრას
იხილეთ მეტი
  • EVENTS
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • გზა
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია