კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა

კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"18 აპრილს სატურნი გადადის რეტროგრადულობის ფაზაში და კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდს გვიმზადებს. ის საქმეები, რომლებსაც წარსულში გვერდი ავუარეთ, რადგან რაღაცის გაკეთება გვეზარებოდა, ან პასუხისმგებლობების ჩვენს თავზე აღებას შევუშინდით, ახლა მთელი სიცხადით დაგვიდგებიან წინ და დაკარგული დროის ანაზღაურებას მოგვთხოვენ. ამას ემატება ისიც, რომ 22-ში პლუტონიც რეტროგრადული გახდება და ისიც ძველი, შეუსრულებელი საქმეების დასრულებისკენ მოგვიწოდებს. ყველა რეტროგრადულ პლანეტას თავისი თამაშის წესები აქვს. ამიტომ 5 სექტემბრამდე, ვიდრე სატურნი დირექტული არ გახდება, ნუ იჩქარებთ ძველი სამსახურიდან წამოსვლას, რადგან ამ პერიოდში რეკომენდებული არაა ახლის დაწყება, თუ გსურთ, რომ ეს სამსახური ხანგრძლივ ვადებზე იყოს გათვლილი. თუკი იცით, რომ თქვენი ახალი საქმიანობა მხოლოდ დროებითია, ვთქვათ, ვიღაცის შვებულებაში გასვლის გამო გადმოგაბარეს მისი საქმეები, ან უბრალოდ აქ ხართ, ვიდრე უფრო უკეთს რამეს იშოვიდეთ, - ასეთ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ მოვალეობების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ ნაკისრი პასუხისმგებლობები ძალზე მაღალია, სამუშაო კი მოსაწყენი და დამღლელი, ცხადია ასეთ დროს თავადვე მალე გაგიქრებათ იქ დიდხანს გაჩერების სურვილი.

არახელსაყრელი პერიოდია სწავლის დასაწყებადაც. აქაც, ანალოგიურად მალე გაირკვევა, რომ შერჩეული პროფესია სულაც აღარ გაინტერესებთ, და რომ სინამდვილეში ეს ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდით. ეს პერიოდი ასევე სრულიად გამოუსადეგარია ახლი ფირმის დასაარსებლად და რეგისტრაციაში გასატარებლად, სჯობს რომ ეს დრო ძველი საქმეების მოგვარებას, მოწესრიგებას და დასრულებას დაუთმოთ. არ ღირს არც ბინათმშენებლობის საქმეებში ჩაბმაც. გადადეთ 5 სექტემბრამდე ახალი მიწის ნაკვეთების შეძენა და დოკუმენტების გაფორმება.

რაც შეეხება ქორწინებას - ესეც შემოდგომამდე აჯობებს რომ გადაიდოს, იმ გამონაკლისების გარდა, თუ თქვენი მეორე ნახევარი ქვრივი ან განქორწინებული ადამიანი არაა, ან ასაკით ძალიან ბევრადაა თქვენზე უმფროსი. სამაგიეროდ, ის რისი გაკეთებაც ძალზე რეკომენდებულია - არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რამდენადაც შესაძლოა, სრული ანალიზისა და კვლევის ჩატარება ორგანიზმის მდგომარეობის გასარკვევად. ხოლო თუ თქვენთის ისედაც ცნობილია, რა ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ- გამოიყენეთ ეს დრო - მკურნალობისათვის

.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაფრთხილებები ეხებათ მხოლოდ მათ, ვისაც სატურნი დირექტული ჰყავს, მათ კი ვის პირად რუკაშიც ეს პლანეტა რეტროგრადულია, ახლა ეხსნებათ გზები ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებში სააქტიუროდ. რაც შეეხება პლუტონს, მისი რეტროგრადულობა სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ასტრომეტეოროლოგიაზე და გვითქვამს რომ მძიმე პლანეტების შემობრუნება არცთუ იშვიათად ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს ხოლმე. სატურნისა და პლუტონის მოძრაობის სვლაგეზის თითქმის ერთდროული ცვლა, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ მაღალი ამპლიტუდის მიწისძვრის მიზეზი შეიქმნეს. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება ამჯერად ბებერი ქრონოსის უკუსვლითი გზა".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ