ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა

ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა

პოლიციამ სომხეთის პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუწყება სააგენტო ТАСС ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მომიტინგეები, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, ბარიკადებად სკამებს, სანაგვე ბუნკერებს იყენებენ.

„ჩვენს ბრძოლას ქსელური ხასიათი აქვს. ჩვენ მოულოდნელად უნდა გავჩნდეთ ხან აქ, ხან - იქ, რათა პოლიციის ძალები გავფანტოთ, ვაიძულოთ, დაიღალონ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილის ვალერი ოსიპიანის წერილი დემონსტრაციულად დახია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს.

მომიტინგეებმა, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, გუშინ პარლამენტის შენობისკენ მისვლა და მისი ბლოკირება სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე