რას უპირებს ტრამპი სირიის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკელ სამხედროებს

რას უპირებს ტრამპი სირიის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკელ სამხედროებს

The Wall Street Journal -

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვაშინგტონის მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროების მოკავშირეთა სამხედრო კონტინგენტით ჩანაცვლებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ჯონ ბოლტონი რამდენიმე ხნის წინ ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და ჰკითხა, შეუძლია თუ არა კაიროს ამ გეგმის რეალიზებას შეუწყოს ხელი. The Wall Street Journal-ის წყაროების თქმით, ვაშინგტონმა საუდის არაბეთს, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფა, არამედ იქ საკუთარი ძალების გაგზავნა სთხოვა.

„აპრილის დასაწყისში ტრამპმა სირიიდან 2000 ამერიკელი სამხედროს გამოყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მისი მრჩეველები ამ პოზიციას არ იზიარებენ. ისინი შიშობენ, რომ სირიიდან სწრაფი გამოსვლის შედეგად ამერიკის პოზიციებს ირანი და რუსეთი, მათ მიერ კონტროლირებადი ძალები ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები დაიკავებენ. ახალი ინიციატივა კი ზემოხსენებულ სცენარს გამორიცხავს“, - წერს The Wall Street Journal.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"