რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში? - მიცვალებულის დღე ეკლესიურად

რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში? - მიცვალებულის დღე ეკლესიურად

აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს, კვირაცხოვლობის თომას კვირის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ ჩვენს მიცვალებულებს პატივი მივაგოთ. რა უნდა წავიღოთ საფლავზე და ეკლესიაში. გვესაუბრება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მთავარანგელოსთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე):

- რატომ დაწესდა აღდგომის შემდეგი კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება?

- ამით ჩვენს მიცვალებულებს ვახარებთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რადგან ქრისტეს სიკვდილით მომკვდარ იქმნა სიკვდილი.

- მამაო, რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა მოხსენიებას? რა გვევალება ამ დღისთვის, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ქრისტიანული წესის მიხედვით, მორწმუნე ადამიანები ამზადებენ საკურთხს, ტრაპეზს, რისი საშუალებაც აქვთ და მცირედი ტაძარში მიაქვთ, რათა მღვდელმა მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადოს. ვისაც არ აქვს ტრაპეზის მომზადების საშუალება, შეიძლება მხოლოდ მიცვალებულთა სახელების მოხსენიებაც.

- ტაძარში აუცილებელია წირვა-ლოცვაზე დასწრება?

- მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნე მსახურებას ესწრებოდეს და ლოცულობდეს საკუთარი წინაპრებისთვის, რომელთა მეშვეობით გვიბოძა სიცოცხლე ყოვლადსახიერმან ღმერთმა.

- თუკი მიცვალებულთა წირვას დავესწრებით, ტაძარში მიცვალებულთა სახელზე საკურთხის მიტანა აუცილებელია?

- თუ ამის შესაძლებლობაა, ძალიან კარგია მიცვალებულების სახელზე სეფისკვერის შეწირვა. განაგრძეთ კითხვა

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."