ერევანში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორი - აქ ხავერდოვანი რევოლუცია იწყება

ერევანში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორი - აქ ხავერდოვანი რევოლუცია იწყება

ერევანში მიმდინარე მიტინგების ორგანიზატორმა, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

„სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა. მე აქ და ახლა ვაცხადებ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ“, - განაცხადა ფაშინიანმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს. მომიტინგეებს, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე