ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი - არანაირი გამართლება არ აქვს იმ დანაშაულს

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი - არანაირი გამართლება არ აქვს იმ დანაშაულს

ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება, - ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა ლიკა ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მამასთან კონტაქტი არ ჰქონია და მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს. ამასთან, ლიკა ბაქრაძის თქმით, რასაც მამამისი იმსახურებს, ის სასჯელი უნდა შეეფარდოს.

"მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს. მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო", - აღნიშნა ბრალდებულის შვილმა.

მისივე თქმით, ინციდენტის მოტივის გარკვევას აუცილებალდ აპირებს.

"ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება? მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ თუნდაც 2014 წელს რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. მე პირადად კითხვაც კი არ დამისვამს თუ რა მოხდა. ახლა იმიტომ ვერევი და იმიტომ მაინტერესებს, რომ გავიგო რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს, მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ, რადგან თაკოს წინაშე მართალი ვიყო, თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო. ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებულვარ, ფიზიკურს მითუმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო. თაკოსთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თაკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ვიცოდი რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ლიკა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მამამისის ქმედებას „არანაირი გამართება არ აქვს“.

"იმ დროს ის ადამიანი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ, რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს იმ დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მითუმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. ჩემს თვალწინ იზრდებოდნენ ის ბავშვები. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა", - აღნიშნა ლიკა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ