პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით

პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით

პროკურორის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივი იყო მისი წანააღმდეგობა ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობებთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვება.

"პროკურატურა ძალადობრივი დანაშაულის მიმართ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდება ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაარწმუნებს ამ პირის ბრალეულობაში და მის მიმართ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაში. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა მას წარედგინა იმის გამო, რომ მან მკვლელობა ბავშვების თვალწინ ჩაიდინა", - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ერთ-ერთ ვერსიას, რომ ბრალდებულმა სახლში, სადაც დანაშაული მოხდა ბენზინი დაასხა და ცეცხლის გაჩენას გეგმავდა, პროკურორის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარკვეული სითხე, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარკვეული სითხე. ასევე ამოღებულია ის ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დასხმული იყოს ეს სითხე. ეს სითხე ბენზინია, ნავთი თუ დიზელის საწვავი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რაც შეეხება მოტივს, მოტივი იყო გარდაცვლილის წინააღმდეგობა ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობებთან დაკავშირებით", - აღნიშნა პროკურორმა.

იოსებ ხუციშვილის თქმით, სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ორივე ბრალდებულის მიმართ ითხოვს. როგორც პროკურორმა განმარტა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა თემურ ბაქრაძემ იცოდა ვეფხია ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს თავის დროზე არ შეატყობინა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს