საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება - პოლიციის ვერსიით, რუსი ჟურნალისტი აივნიდან სიგარეტის მოწევის დროს გადავარდა

საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება - პოლიციის ვერსიით, რუსი ჟურნალისტი აივნიდან სიგარეტის მოწევის დროს გადავარდა

რუსი ჟურნალისტი, რომელიც სირიის საკითხებზე მუშაობდა, ქალაქ ეკატერინბურგში, საკუთარი სახლის აივნიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. „ინდეფენდენთის“ ცნობით, მაქსიმ ბოროდინი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა.

32 წლის ჟურნალისტი ეკატერინბურგში მდებარე საინფორმაციო სააგენტოსთვის Новый день ამზადებდა მასალებს. მან ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით რამდენჯერმე მიიპყრო ქვეყნის ყურადღება.

უფლებადამცველი ვიაჩესლავ ბაშკოვი ამბობს, რომ ბოროდინის საქმიანობა საკმაოდ რისკიანი იყო.

პოლიციას მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე არ აღუძრავს, ისინი მომხდარს სუიციდად, ან - უბედურ შემთხვევად განიხილავენ, თუმცა გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეჭვები მაინც გაჩნდა, რუსეთში 1992 წლიდან დღემდე 38 ჟურნალისტი მოკლეს. საქმეების უმეტესობა გახსნილი არ არის.

ბაშკოვის თქმით, გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე მას ბოროდინმა დაურეკა და უთხრა, რომ მის სახლთან ნიღბიანი და კამუფლაჟიანი ადამიანები იმყოფებოდნენ.

პოლიციისთვის კი ყველაზე სარწმუნო ვარაუდია, რომ ბოროდინი სიგარეტის მოსაწევად გავიდა და აივნიდან გადავარდა.

მასტაბური გაფიცვის მეორე დღე საფრანგეთში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი