ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა - ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა - ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის

ძალიან მყარი ინფორმაცია მაქვს, რომ ორი მკვლელი გარეთ დადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა. მისი თქმით, უკვე დარწმუნებულია იმაში, რომ მოწმეზე, რომელიც სასამართლოში სამი პროცესის განმავლობაში იკითხებოდა, ზეგავლენა მოხდა. სარალიძე ასევე მიიჩნევს, რომ პროკურატურას უწყების ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი აშანტაჟებს, რომლის შვილი და ნათესავი ამ საქმეში ფიგურირებს.

"უკვე ნათელია, რომ ამ მოწმეზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ ვიღაც-ვიღაცეები. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას, რომ არ გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის. ერთ-ერთი არის უკვე დაკითხული მოწმე. მ.კ. წესით დღეს დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა. თუმცა ამაზე პროკურატურისგან რეაგირებას ვერ ვხედავ და გამოდის რომ მას ხელს აფარებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს